საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველ მორაგბეებს წარმატებას უსურვებს
პოლიტიკა - 13:21, 01 Jun, 2017     712

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს ეხმაურება, რომელიც პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში 31 მაისიდან იმართება. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არის ძალიან დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა:

„საქართველოში რაგბი არის ნამდვილად ნაციონალური თამაში, ის გახდა ეროვნული ღირსების სიმბოლო და მინდა, ყველა მორაგბეს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჩემპიონატი. საქართველო მონაწილეობს ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის - ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია, სამოა და იტალია. ყველა არის მართლაც რაგბის ქვეყანა და ჩვენ ვართ ასეთი გუნდების რიგში. ეს არის ძალიან ბევრი მუშაობის შედეგი. საქართველოში უპრეცედენტო სამუშაო ჩატარდა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. 11 სარაგბო ბაზა აშენდა და 21 სარაგბო სტადიონი. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც უკვე წლების განმავლობაში, მთელი ათწლეულია, თანმიმდევრულად აფინანსებს სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას. მშენებლობის პროცესშია კიდევ ოთხი ბაზა. მინდა, პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს ვუსურვო წარმატება და გავამხნევო პირველი დღის შემდეგ. მგონია, რომ მნიშვნელოვანია, მათი ფსიქოლოგიური მხნეობა იყოს მათი ტექნიკური და ფიზიკური მომზადების დონის შესაბამისი“, - აღნიშნა პრემიერმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42