მესამე სექტორი შინაგანს აქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარებას ითხოვს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. საუბარია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა.
არასამტავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაზე საუბრობენდ ა ძალოვან უწყებებთან კიტხვები აქვთ:
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმე პროკურატურას გადაეცეს და პროკურატურამ დროულად წარმოადგინოს გამოძიების პროგრესის თაობაზე ინფორმაცია. მოვითხოვთ, შესაბამისი მინისტრების დაბარებას პარლამენტში და გამოკითხვას თუ როგორია საქართველოს პოლიტიკა აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან დევნილი პოლიტიკური, სამოქალაქო აქტივისტების თუ ჟურნალისტების საქმიანობასთან მიმართებაში,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა თამარ მიქელაძემ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან მოტაცება სავარაუდოდ, ქართველი სპეცსამსახურების დახმარებით მოხდა.
"სავარაუდოდ, მოხდა ამ კონკრეტული პირის მოტაცება სპეცსამსახურების დახმარებით და შემდეგ ამ პირის გადაცემა იმ მთავრობისთვის, რომელიც ამ ადამიანს შეუქმნის პრობლემას. ეს არის ყველა იმ საერთაშორისო კონვენციების დარღვევა, რომლის ხელმომწერია საქართველო. თუ კი დადგინდა, რომ ჩვენი სპეცსამსახურები არიან ამაში ჩართულები, ცხადია, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა ზედა ინსტანციის თანხმობის გარეშე,“ - აცხადებს ეკა გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები






