აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - ოპოზიცია შინაგანს აქმეთა მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის ტანამდებობებიდან გადადგომას ითხოვს და ხელისუფლებას ამ საქმესთან მიმართებით არსებულ კითხვებზე, პასუხის გაცემას სთხოვს.
„დღეს არცერთი მოქალაქე არ არის დაცული იმისგან, რომ გაუჩინარდეს ჩვენს ქუჩებში და აღმოჩნდეს სრულიად სხვაგან. ასე რომ, საფრთხე მიადგა არა მხოლოდ უსაფრთხოებას და ადამიანის ბედს, არამედ ქვეყნის ბედს და პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობამ უნდა აიღოს,“ - ამბობს ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აქცენტს გამოძიების დროულად დასრულების მნიშვნელობაზე აკეთებენ:
„წინასწარ დასკვნების გამოტანა, სანამ ბოლომდე დადგენილი არ არის რა მოხდა, არის ნაჩქარევი, შეიძლება იყოს სიმართლე ან არ იყოს სიმართლე და ჩვენ არასწორი დასკვნებისაკენ წავიდეთ. აქედან გამომდინარე, გამოძიების ვალდებულებაა, დაადგინოს რა მოხდა სინამდვილეში, იმ შემთხვევაში თუ მოხდა ცუდი რამე, მაშინ გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, იმ შემთხვევაში თუ ასე არ იყო და ჩვენ ვისმენთ საპირისპირო განცხადებებსაც, რომ ის ქალაქის ცენტრიდან არ გამქრალა სინამდვილეში, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ყველა განცხადება არის პროვოკაცია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






