„საგამოძიებო პროცესი ყოველგვარი დახანების გარეშე დაიწყო“ - თეა წულუკიანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე
პოლიტიკა - 10:24, 01 Jun, 2017     1565

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით გამოძიება სირთულეების სავსე იქნება, მაგრამ წინ უნდა წავიდეს და სწრაფად, ეფექტიანად დადგინდეს თუ რა მოხდა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „მტავარში“ ისაუბრა:

„საგამოძიებო პროცესი ყოველგვარი დახანების გარეშე დაიწყო. ის, რომ ეს ადამიანი არის უკვე სხვა ქვეყანაში, გაართულებს გამოძიებას. ის ძვირფასი ინფორმაცია, რაც გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს, მხოლოდ აფგანმა იცის, რომელიც ბაქოშია. ანუ - ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებმაც, როგორც მისი ადვოკატი გვატყობინებს, ჩასვეს მანქანაში და სცემეს კიდეც, გააქანეს საზღვირსკენ. ვინ იყვნენ, თუ იცნობდა მათ, რა აკავშირებდა მათთან, რა ენაზე საუბრობდნენ.

უშუალოდ ეს ფაქტი არის ძალიან უსიამოვნო. სამართლებრივ ენაზე რაც ირკვევა, ამ ეტაპზე ალბათ უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულად. სწორედ ამ ვარაუდის გამო დაიწყეს ჩვენი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, თუმცა გამოძიების პროცესში შესაძლოა, სხვა მუხლებიც შემოვიდეს გამოყენების სფეროში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. ჟურნალისტს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, აღნიშნულს ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მათი სარცელის დაკმაყოფილება, უფლებადამცველები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42