განხეთქილების ვაშლი - რა ჩაიფიქრა ღარიბაშვილმა?
პოლიტიკა - 18:53, 31 May, 2017     20942
ვიღაცები თვლიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყოფილი პრემიერისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის შესაძლოა, მორიგ ტრამპლინად იქცეს, ანუ კულუარებში ძალიან კონსპირაციულად ამბობენ, რომ „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, გამორიცხული არ არის, რომ ღარიბაშვილი იყოს.

რამდენად შესაძლოა, ეს ვერსია რეალობად იქცეს? - როგორც „ნიუპოსტის“ წყარო ამბობს ღარიბაშვილს აქვს ამბიცია, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამის მცდელობა ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჰქონდა და მაშინ გარკვეული გარანტიაც მიიღო, რომ „ოცნების“ საარჩევნო სიაში ჩაწერდნენ და პარლამენტის თავმჯდომარედ დაასახელებდნენ, მაგრამ მერე რაღაცები შეიცვალა და ლაპარაკი იმაზე წავიდა, რომ პრეზიდენტის არაპირდაირი გზით არჩევნები შევიდოდა თუ არა ძალაში, მმართველი გუნდი პრეზიდენტად სწორედ „ღარიბას“ დაასახელებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ კუთხითაც გადააგდეს, რადგან იმ ცვლილებების თანახმად, რომელიც კონსტიტუციაში შედის, პრეზიდენტი, თუნდაც ის არაპირდაპირი გზით იქნეს არჩეული, მინიმუმ, 40 წლის უნდა იყოს. ღარიბაშვილი კი ამ ასაკის არ არის. ასე რომ, პრეზიდენტობაზე ოცნებაც არ შეუძლია.

ახლა, რაც შეეხება ღარიბაშვილის შესაძლო მერობის კანდიდატობას, როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია, ამის თაობაზე ხმებს ყოფილი პრემიერის გარემოცვა თავად ავრცელებს და ამით სიტუაციას ტესტავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია გამართლდება, მაშინ შეიძლება, „ოცნებაში“ კიდევ უფრო დიდი განხეთქილება და არეულობა დაიწყოს, რადგან ნარმანიას შემცვლელად საკუთარ თავს კალაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი მოიაზრებს.

„ზოგადად, ღარიბაშვილის მიმართ „ოცნებაში“ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს და, მართალია, ივანიშვილს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს, მაგრამ რაღაცებს ანგარიშს მაინც უწევს. ამიტომ, არ მგონია, მმართველი გუნდი აიძულოს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მაინცდამაინც ღარიბაშვილი დაასახელოს, თან საერთო კონტექსტიც გასათვალისწინებელია - ღარიბაშვილის გარემოცვის წევრებდან საპასუხისმგებლო თანამდებობას სულ ორი-სამი ადამიანი ინარჩუნებს, ანუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყოფილი პრემიერის ხელმეორე პოლიტიკური აღზევება ამ ეტაპზე მაინცდამაინც რეალური არ უნდა იყოს, თუმცა პოლიტიკაში პროგნოზები, უმეტესად, არ ამართლებს ხოლმე,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42