"პარლამენტის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება"- სად წავა ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 17:39, 31 May, 2017     35597
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "ახალ თაობასთან" ინტერვიუში საკანონმდებლო ხელისუფლებაში ცვლილებებს აანონსებს. მისი თქმით პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს “ოცნებამ” უკვე შეუსუსტა პოზიციები.

„პირველ ეტაპზე ის კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესს ჩამოაცილეს. აშკარად იგრძნობა, რომ მამუკა მდინარაძეა ამ ამბავში პირველი პირი. გარდა იმისა, რომ ამ პროცესს განაგებს, დე ფაქტოდ პარლამენტშიც უკვე ჩაანაცვლა კულულა კობახიძე. ეს ჩანაცვლება მალე ოფიციალურადაც გაფორმდება. კობახიძე განცხადებას დაწერს გადადგომის შესახებ. მერე გამოვლენ “ოცნების” ლიდერები და გვეტყვიან, კობახიძემ ამ თანამდებობაზე თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ის საქართველოს სხვა ფრონტზე სჭირდება. გვეტყვიან, რომ დღეს საქართველოსთვის გერმანიასთან კარგი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და კულულაც სიამოვნებით დათანხმდება გერმანიაში საქართველოს დესპანის თანამდებობას. მან ჩააგდო ის სფერო, რომელიც მას ჩააბარეს. კონსტიტუციაასთან დაკავშირებით მას სრული თავისუფლება მისცეს და მის საქმეებში არავინ ერეოდა, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილიც. კობახიძე ღებულობდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. ეს გაგრძელდა, სანამ “ოცნება” ფილარმონიაში სახალხოდ არ გააფარჩაკეს. ამას ივანიშვილის სასახლის კარზე არაოფიციალური განხილვები მოჰყვა. ბევრი ითათბირეს თუ ცოტა, დაასკვნეს – კობახიძე შარს გადაგვყრისო და ასპარეზზე მდინარაძე გამოიყვანეს. ფილარმონიის სკანდალი არ მოხდებოდა, რომ არა კობახიძის ტონალობა. პარლამენტის თავმჯდომარის დამსახურებაა, რომ ქვეყნის მთავარი კანონის გარშემო ასეთი კონფრონტაცია შეიქმნა. ირაკლი კობახიძე ბოლო ექვსი თვის მანძილზე გაიძახოდა ე.წ. ოპოზიცია, ე.წ. არასამთავრობოები. ბოლოს კი მთელ თბილისს კომუნისტები ეძახა. 3.000 კაცმა გააგდო ფილარმონიიდან “ოცნების” ლიდერები. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ეს ხალხი თავად ხელისუფლების მიერ იყო მოყვანილი.“- აცხადებს კახა კუკავა.


წყარო "ახალი თაობა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42