საქართველოს ბანკის ორგანიზებით აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის თაობაზე საქართველოში პირველი კონფერენცია გაიმართა
პოლიტიკა - 17:11, 31 May, 2017     2232
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის (Wealth Management) თაობაზე თბილისში პირველი რეგიონალური კონფერენცია (Wealth Conference) გამართა. ბანკის განცხადებით, Wealth Conference მიზნად ისახავს მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს, როგორც პრივატული საბანკო მომსახურების რეგიონალური ცენტრის გაცნობას.

კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს რეგიონალურ საბანკო ცენტრად ქცევის პერსპექტივები და გამოწვევები, მათ შორის საუბარი იყო საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის, ქვეყნის ეკონომიკისა და საბანკო სექტორის შესახებ. კონფერენციას დაესწრენ წამყვანი ფინანსური ორგანიზაციები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და რუსეთის ფედერაციიდან, საქართველოს ბანკის საერთაშორისო კლიენტები და სპეციალისტები იურიდიული და საგადასახადო მომსახურეობის სფეროდან.

„საქართველოს ბანკი აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტი ქვეყნიდან, ყველაზე წარმატებულ, შეძლებულ პირებსა და მათ ოჯახებს ემსახურება. დღეისათვის ჩვენ ვასრულებთ ოპერაციებს წარმომადგენლობითი ოფისების მეშვეობით აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში. საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ქვია, მას კი მრავალი უცხოელი მომხმარებელი ძალიან მიმზიდველად აღიქვამს,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება კომერციული ბანკების მხრიდან თავიანთი საბანკო საქმიანობის დივერსიფიკაციას და ამ კუთხით ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებას. აღნიშნული მიმართულების განვითარება მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურება კომერციული ბანკებისაგან. მნიშვნელოვანია, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით უცხოელი მომხმარებლების მზარდი ინტერესი, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე მიანიშნებს და დადებითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: wm.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42