აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა
პოლიტიკა - 16:06, 31 May, 2017     13328
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ე.წ. წინაპატიმრობაში აღარ იმყოფება. აღნიშნული ინფორმაცია, გალში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მიაწოდეს.
როგორც ირკვევა აფხაზურმა მხარემ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, არა მხოლოდ გალის შეხვედრებზე, არამედ უფრო მაღალი დონის შეხვედრებზე.

გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში ე.წ. საზღვარზე გახშირებულ დაკავებებზეც იმსჯელეს, საუბარი შეეხო ასევე დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას საკითხსაც.

გალის რაიონიდან დევნილი 31 წლის გიგა ოთხოზორია 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტ­რაციულ საზღვართან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვერაგულად მოკლეს.

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. პროკურატურის ინფორმნაციით, რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42