აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე - მმართველ გუნდში განცხადებები კეტდება. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, იგი გამოძიების დასრულებას ელოდება და ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინტერესები დაზიანდა:
„მთავარია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესები დაზიანდა, მე ვიტყოდი, რომ ეს არის უკვე სახელმწიფოს ღირსების საკითხი ამიტომ ყველას, პოლიტიკური ინტერესების თუ სხვა მიზნებისთვის თითს იშვერს ქართული სპეცსამსახურების მიმართულებით, უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესები დაზიანდებოდა. ქართული ოცნების პოლიტიკური სტანდარტი არ არის ვინმეს გატაცება და ისეთ სკანდალებში გახვევა, რომელიც საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ყველას განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს, იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ძალიან მალე დასრულდება,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






