"კრიმინალთან ბრძოლის მაგივრად პოლიციას აქვს დრო, რომ იარაღი ჩაუდოს ადამიანებს" - გიორგი კანდელაკი
პოლიტიკა - 15:14, 31 May, 2017     2171
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში არსებულ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრობლემად რჩება სახელმწიფოს დასუსტებასთან ერთად კრიმინალის ზრდა.

„პარლამენტის სხდომების ტრანსლაცია უნდა მიმდინარეობდეს პირდაპირ ეთერში. ერთ-ერთი პრობლემა, მაგრამ არა ერთადერთი, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობამ ჩვენს ხალხს მოუტანა, ეკონომიკური გაჭირვების ზრდასთან და სახელმწიფოს ზოგად დასუსტებასთან ერთად, არის კრიმინალის ზრდა, რომელიც მწვავედ აისახება ჩვენს მრავალ თანამოქალაქეზე.

მე, უბრალოდ, მინდა ჩამოვთვალო, თუნდაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარი არასრული სია კრიმინალისა. 23 მაისს მარტვილში, პოლიციის წინ, 15-20 მეტრში, „საქართველოს ბანკის“ აპარატი გატეხეს. 21 მაისს ასევე მარტვილში, პოლიციიდან 15 მეტრში, კიდევ ერთი აპარატი გატეხეს. 29 მაისს თბილისში მოხდა „თი-ბი-სი ბანკის“ ინკასაციის დაყაჩაღება, მძარცველებმა წაიღეს 45 000 ლარი. 25 მაისს სენაკის სამხედრო ბაზასთან გატეხეს აპარატი, მოვიდა დაცვის პოლიცია, მძარცველებმა განაიარაღეს პოლიცია და მშვიდად დატოვეს შემთხვევის ადგილი. თბილისში დანით მძიმედ დაჭრეს ევროპის ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ემზადებოდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ხობში ყაჩაღებმა პოლიციიდან 200 მეტრში მდებარე „საქართველოს ბანკში“ პირდაპირ შესასვლელი კარის შუშის ჩალეწვის შედეგად შეაღწიეს. ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, პოლიციიდან 150 მეტრში ბოქლომით დაბმული ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. ოზურგეთში, პოლიციის პირდაპირ სცემეს სამმართველოს უფროსს. გურიის სხვადასხვა სოფლებში, პოლიციის განყოფილებების უშუალო სიახლოვეში განლაგებული რამდენიმე ბენზოგასამართი სადგური დააყაჩაღეს. 20 მაისს სამტრედიაში, პოლიციიდან სულ რაღაც 200-იოდე მეტრში მდებარე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. 16 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უშუალოდ ცხვირწინ მდებარე ჩასარიცხი აპარატი გატეხეს. 23 მაისს რუსთავში დააყაჩაღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“. 20 მაისს ბათუმში დააყაჩაღეს რამდენიმე ჯგუფი ტურისტებისა. პირველ მაისს გაქურდეს ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ოფისი. 15 მაისს გაქურდეს რამდენიმე მაღაზია ზესტაფონში. 2 მაისს ორჯერ გაქურდეს მაღაზია ბერი გაბრიელის ქუჩაზე, თბილისში. 15 მაისს გაქურდეს მაღაზია ქუთაისში. 19 მაისს დააყაჩაღეს სამტრედიაში „ვისოლის“ ბენზოგასამართი სადგური. რამდენიმე მკვლელობა მოხდა თბილისში მაისში. 6 მაისს 25 წლის მამაკაცის მკვლელობა მოხდა ლაგოდეხში. 11 მაისს 47 წლის მამაკაცის გატაცება შიდა-ქართლიდან, სოფელ ქვეშეთიდან. 15 მაისს მოხდა თავდასხმა გენერალურ აუდიტორზე. იანვრიდან მარტის ჩათვლით მოხდა 20-მდე შეიარაღებული ყაჩაღობა ბინებზე, რომელიც დასრულდა ან ლეტარული შედეგით, ან სხეულის მძიმე დაზიანებით.

აი, ასეთი მძიმე ვითარებაა დღეს კრიმინალთან დაკავშირებით, რომელიც ღრმავდება, მწვავდება. როგორც ჩანს, კრიმინალთან საბრძოლველად პოლიციას არ აქვს დრო. ჩვენ ყველა ვსაუბრობთ პოლიციელებიდან, რომლებიც წუწუნებენ კრიმინალის ზრდაზე. სამაგიეროდ, პოლიციას აქვს დრო, რომ იარაღი ჩაუდოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ძმას. აი, ასეთი მძიმე სიტუაცია მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“. დიდი მადლობა!“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42