„მინდა შევეხო საკითხს რომელიც დღის წესრიგში ჩვენ გვაქვს. ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც უკავშიირდება ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის სკანდალს და სავარაუდო დანაშაულებრივ მოქმედებას, თუმცა ამ შემთხვევაში მე არ მინდა ვისაუბრო იმ ძალადობრივ მოქმედებებზე სადაც შეფასება ერთგვაროვანია და არამგონია აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს ამ თვალსაზრისით. მე მინდა შევეხო ამ საქმის მეორე ნაწილს, როდესაც საქმე ეხება კორუფციას და ასევე მნიშვნელოვანანწილად შევაგუეთ საზოგადოება და კორუფციას თბილისის მერიაში სადაც განსაკუთრებულად იქცა ეს საკითხი მმართველობის მთავარ პრინციპად. ჩვენ შევაგუეთ ქართული საზოგადოება, რომ კორუფცია თბილისის მერიაში არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების დარგში იფლანგება და შემდგომ გვაქვს ჩაკეტილი ხიდები და გადათხრილი გზები. მივაჩვიეთ, რომ კორუფცია გვაქვს არქიტექტურის სამსახურში და საჭრიოა ქრთამს იხდიდე იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვა აიღო. მივაჩვიეთ, რომ გვაქვს კორუფცია ქონების პრივატიზირების საკითხებში და ამ მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება იფლანგება იმის ნაცვლად, რომ ეს რესურსი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას ხმარდებოდეს. მივაჩვიეთ, რომ გვაქვს კორუფცია დასაქმების მიმართულებით და ნაცვლათ კვალიფიციური ადამიანების აყვანისა ქრთამის სანაცვლოდ ხდება ადამიანების დასაქმება, აღარ ვსაუბრობ იმ ნეპოტიზმზე, რომელიც კორუფციის ნაირსახეობაა. მივაჩვიეთ რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია 1 კვირის განმავლობაში, 29 ჰეკტარი სარეკრეაციო ზონა გამოაცხადოს საკუთრებად. მივაჩვიეთ, რომ ასევე ბატონ ივანიშვილს შეუძლია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიების მითვისება. მივაჩვიეთ, რომ მოსამართლეებს შესაძლებელია სახელმწიფო ქონება გადაეცეთ მოქრთამვის და ჯილდოს სახით და ახლა როგორც ჩანს რომ მივაჩვიეთ, რომ ყოფილი მტავარი პროკურორი, ყოფილი მინისტრების და ყოფილი დეპუტატების პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად არის შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გამოყენება.
არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებული. ერთი მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ალბათ მნიშვნელოვანია საზოგადოებას თუნდაც ფარცხალაძის სავარაუდო კორუფციული გარიგებების მაგალითზე თბილისის მერიასთან და ბატონ ნარმანიასთან, საზოგადოებას დავანახოთ რომ ეს კორუფციული გარიგებები არსებობს ან არ არსებობს. თუმცა აქ კითხვის ნიშნები საზოგადოებაში არ არსებობს, უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თგავად დარწმუნდეთ რომ ეს კორუფცია რეალურად არსებობთ და მეორე თქვენ მოგიწევთ როგორც ჩანს ბატონი ნარმანიას წამოყენება და შემდგომ მხარდაჭერა მთავარ აუდიტორად და მნიშვნელოვანია იცოდეთ ვისი მხარდაჭერრა მოგიწევთ თქვენი სურვოლების საწინააღმდეგოდ მტავარი აუდიტორის თანამდებობაზე. სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მთავარ აუდიტორად ხდება ნარმანიას გამწესება და ჩვენ არ გვსურს იმ კორუფციული გეგმების გამოძიება რომელსაც ყველაზე მსხვილად აქვს თბილისის მერიაში საკითხი, რომ ეს კორუფცია თავადაც მოგწონთ. ამიტომ დღეს რეზოლუციის განხილვისას მნიშვნელოვანია უარი ვთქვათ კორუფციაზე და გამოვიძიოთ ეს კორუფციული საკითხები და არ მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს მთავრობას, რომ მთავარ აუდიტორად წარმოადგინოს ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი ბატონი ნარმანია" - განაცხადა აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






