"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას და ემრე ჩაბუქის პატიმრობაში ყოფნას ეხმაურებიან
პოლიტიკა - 14:06, 31 May, 2017     601
„თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების და ბაქოში დაპატიმრების ფაქტს და დემირელის კოლეჯის პედაგოგის, ემრე ჩაბუქის დაკავებას და წინასწარ პატიმრობაში ყოფნას ეხმაურებიან და განცხადებას ავრცლებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან კარგად გვესმის და ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის აზერბაიჯანსა და თურქეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იმავდროულად, მიგვაჩნია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს და არც შეიძლება გულისხმობდეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი პიროვნების ღირსებისა და უსაფრთხოების ხელყოფას. სტრატეგიული პარტნიორობა არ შეიძლება იყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის არც მიზეზი და არც საბაბი.

ამ თვალსაზრისით, როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ისე თურქი პედაგოგის შემთხვევა არის უაღრესად საგანგაშო და აღმაშფოთებელი პრეცედენტი. აქ ორში ერთია: ან საქმე გვაქვს უკიდურეს არაკომპეტენტურობასა და დანაშაულებრივ გულგრილობასთან საქართველოს სახელისუფლო უწყებების მხრიდან, ან სრულიად შეგნებულ ქმედებებთან, რაც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც სისტემური დანაშაული.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „თავისუფალი დამოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ მოვითხოვთ:

ა) საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილმა პირებმა გააკეთონ საჯარო განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ბაქოში პასპორტისა და პირადობის მოწმობის გარეშე.

ბ) საქართველოს პრემიერმინისტრმა პირადად უზრუნველყოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატისა და ოჯახის წევრების განცხადებაში გამოთქმული ბრალდებების შემოწმება და თუ დადასტურდება ამ საქმეში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა, გაატაროს შესაბამისი ზომები დანაშაულის მონაწილეთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და დაპატიმრების ჩათვლით.

გ) გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან დემირელის კოლეჯის პედაგოგი ემრე ჩაბუქი და მისი თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნაზე პასუხი გაიცეს მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ასევე, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან პედაგოგის დანაშაულებრივი საქმიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. იმავდროულად, რამდენადაც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს პოლიტკური მოტივით დევნასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვა მოხდეს საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მონაწილეობით"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42