პატრიარქის დაცვის უფროსი დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს
პოლიტიკა - 22:08, 30 May, 2017     7005

პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი, ზურაბ ბუჩუკური, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი2-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა რუსთავი2-ს განუცხადა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბუჩუკური საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს და მუშაობას აღარც საქართველოს საპატრიარქოში გააგრძელებს, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგებში დარჩება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ამბობენ, რომ ახალი ხელმძღანელი ჯერ შერჩეული არ არის და დანიშვნა საქართველოს საპატრიარქოსთან გამართული კონსულტაციების შემდეგ მოხდება.

კულუარული ინფორმაციით, ზურაბ ბუჩუკური ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას სულიერი შვილია, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა. ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ ბუჩუკური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, დაიბარა და უთხრა, რომ მას პოსტი უნდა დაეტოვებინა, რადგან ხდებოდა სიტუაციის ესკალაცია საქართველოს საპატრიარქოში.

ბოლო თვეების განმავლობაში ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უკვე მეორე ხელმძღვანელია, რომელიც პოსტიდან მიდის. პირველი სოსო ოხანაშვილი იყო, ილია მეორის ოჯახის წევრი, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე ატეხილი ხმაურის შემდეგ დატოვა თანამდებობა.

მისი მეგობრის, ბუჩუკურის გათავისუფლება კი საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე და მისი თანამზრახველები ილია მეორის "მოკვდინების" მცდელობაში დაადანაშაულა.

ამ საკითხის გამოძიებაში უკვე პროკურატურაც ჩაერთვება - ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა, განაცხადა: "ჩვენ დავკითხავთ ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით".

პროკურორი ამბობს, რომ დაკავებული დეკანოზის თანამზრახველების გამოსავლენად გამოძიება ცალკე გამოყოფილი საქმის ფარგლებში ტარდება. რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა მეუფე პეტრეს გიორგი მამალაძის შესაძლო თანამზრახველად განიხილავს.

თუმცა, დეკანოზს შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობა ედება ბრალად, მეუფე პეტრეს კი ილია მეორის "მოკვდინების" მცდელობაში ადანაშაულებს საპატრიარქოს იურისტი.

წყარო - რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42