მაკა ჩიჩუა და პოლონეთის პირველი ლედი ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრს ესტუმრნენ
პოლიტიკა - 20:48, 30 May, 2017     1946

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და პოლონეთის პირველი ლედი აგატა კორნჰაუზერ-დუდა ოჯახური ძალადობის მხვერპლ ქალთა და მოზარდთა კრიზისული ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

ცენტრი 2003 წელს დაარსდა, დღეს კი ცენტრის ახალ შენობაში ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

პირველმა ქალბატონებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ცენტრის ხელმძღვანელებსა და ბენეფიციარებს ცენტრის გახსნა მიულოცეს.

„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში ჩემს სტუმარს ქალბატონ აგატას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ასეთ მნიშვნელოვან საქმეში.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ესტონეთისა და იაპონიის საელჩოებს, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ და ეხმარებიან ადამიანებს, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დახმარება.

ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ერთმანეთის სოლიდარულები და უკეთ შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას და გაძლიერებას“,-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი პოლონეთის საელჩომ დააფინანსა. აღნიშნულ ცენტრს მხარს ასევე იაპონიისა და ესტონეთის საელჩოები უჭერენ.

„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო მონაწილეობა ამ ცენტრის სიმბოლურ გახსნაში, ადგილის სადაც ქალებს ექნებათ საშუალება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოემზადონ.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის.

ამაყი ვარ, რომ ჩემმა ქვეყანამაც მიიღო მონაწილეობა ამ საქმეში და მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნას ასეთი ცენტრი,“- განაცხადა აგატა კორნჰაუზერ-დუდამ.

მაკა ჩიჩუა და აგატა კორნჰაუზერ-დუდა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს და მათ შვილებს შეხვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

პოლონეთის პირველმა ლედიმ ცენტრის ბენეფიციარების შვილებს სათამაშოები და წიგნები გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42