საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოშია გადაყვანილი. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, აფგან მუხტარლის ადვოკატზე დაყრდნობით იტყობინება, გაურკვეველია, როგორ მოხვდა ჟურნალისტი აზერბაიჯანის დედაქალაქში პასპორტის გარეშე. ოჯახის ვერსიით, აფგან მუხტარლი აზერბაიჯენელმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. მოტივად დაკარგულის პროფესიული საქმიანობა სახელდება.
2015 წლიდან საქართველოში მცხოვრები მუხტარლი აზერბაჯინის ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკით და ოპოზიციური განწყობით გამოირჩეოდა. დაკარგულის ახლობლები ჰყვებიან, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტი თვალთვალის ობიექტი იყო.
ჟურნალისტის მეუღლის განცხადებით, პერიოდულად მას აზერბაიჯანული სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ, რის შესახებაც საქართველოში სამართალდამცველებს საქმის კურსში აყენებდა. მისი თქმით, 26 მაისს მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უთვალთვალებდნენ, გუშინ კი, მეგობართან ერთად, ბარათაშვილის ქუჩაზე კაფეში იმყოფებოდა; 18:00 საათზე მეუღლეს დაუკავშირდა, რის შემდეგაც, გაუჩინარდა.
წყარო: 1tv
მასალის გამოყენების პირობები






