პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 17:51, 30 May, 2017     1313
გიორგი კვირიკაშვილმა ბილ ბომონდს „მსოფლიო რაგბის" თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია რაგბის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიების - მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა, რომელშიც მსოფლიოს 12 საუკეთესო, მათ შორის საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ქართული მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს. მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო საქართველოში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მთავრობისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობით, ქვეყანაში აშენდა და კეთილმოეწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არაერთი სარაგბო ბაზა, ასევე - რაგბის განვითარებისთვის მუშაობს სპეციალური სამთავრობო პროგრამა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რაგბი ქვეყანაში სპორტის ეროვნულ სახეობად იქცა და მისი მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე მსოფლიო რაგბის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი რაგბის ქვეყანა გახდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42