მღვდელმსახურება ცხინვალში - საოკუპაციო რეჟიმი მეუფე ისაიას და ქართველ სასულიერო პირებს უპირისპირდება
პოლიტიკა - 17:06, 30 May, 2017     6370
ოსური მედია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობის საკითხს ეხება და აღნიშნული ფაქტით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით სტატია 2015 წელს გამოქვეყნდა, თუმცა აღნიშნული სტატია რატომღაც აქტუალური ამ დღეებშიც გახდა და ოსურმა მედიამ ეს სტატია კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა.

სტატიაში ჩამოთვლილია ის ტაძრები, რომლებშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირები მოღვაწეობენ: იკორთის ტაძარი, სადაც დედათა მონასტერია, სოფელ ლარგვისში მდებარე ტაძარი, სოფელ წირქოლში მდებარე ტაძარი და ახალგორის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ოსური მედია უკმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, რომ მღვდელმსახურები საკვირაო წირვის დროს მრევლთან აცხადებენ, რომ მათ „ღვთისმსახურება რუსული ოკუპაციის პირობებში უწევთ“.

სტატიაში ასევე მოთხრობილია მეუფე ისაიას შესახებაც. როგორც გაზეთ „რესპუბლიკასთან“ საუბრისას ახალგორისა და ცხინვალის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი ჰყვება, როდესაც მას მეუფე ისაიასთან გასაუბრების მცდელობა ქონდა, მიტროპოლიტმა მას „ოკუპანტი“ უწოდა და ტაძრის კარი ცხვირწინ მიუხურა.

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურების ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოღვაწეობას დაუშვებლად მიიჩნევდა „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის რწმუნებული რელიგიის საკითხებში სონია ხუბაევა. სტატიაში მისი კომენტარიც არის გამოქვეყნებული. ხუბაევას თქმით მიუღებელია როდესაც „დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მღვდელმსახურებას აღავლენენ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, რომელიც არ არის დარეგისტრირებული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ“, ამასთანავე ხუბაევა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას ბრალს დებს იმაშიც, რომ მისი წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ „სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში“.

„საქართველოს მართმადიდებელ ეკლესია- ეს ქართული ფაშიზმის იდეოლოგია. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ილია მეორის გამოსვლა 90-იანი წლების კონფლიქტის დროს. ამავე დროს საქართველო ხელს არ აწერს ძალების გამოუყენებლობის შეთანხმებას ოსეთთან და აფხაზეთთან. ამასთანავე საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ერთერთი წარმომადგენელი დარეგისტრირებულია, როგორც ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსი. ეს უკანონოა, ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს პრინციპული პოზიცა ამასთან დაკავშირებით“- განაცხადა ხუბაევამ, მისი თქმით შექმნილი სიტუაციიდან ორი გამოსავალი არსებობს ან მღვდელმსახურები უნდა დარეგისტრირდნენ სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტროში და გადავიდნენ ალანიის ეპარქიის დაქვემდებარებაში ან უნდა დატოვონ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია.

როგორც ოსური მედია წერს ეს საკითხი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მალევე უნდა მოგვარებულიყო, მათი თქმით „საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურების სამხრეთ ოსეთის ეკლესიებში მსახურება, რესპუბლიკის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42