თაკო გაჩეჩილაძე ნიკი მინაჟს კაბის მოპარვაში ადანაშაულებს
სოც.მედია - 16:31, 30 May, 2017     39185
2017 წლის ევროვიზიის კონკურსზე, საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძემ, სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მიაღწია.


სცენაზე გასვლისას მომღერლმა გულმხურვალედ ილოცვა, სცენაზეც თავი არ დაზოგა, თუმცა მისი საკონკურსო სიმღერა 10 რჩეულში ვერ მოხვდა და კონკურსს სახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.

ევროვიზიის შედეგებს თაკო ფეისბუკზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან საკუთარი თავი და საქართველო საუკეთესოს წარადგინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ევროვიზია მისი ღირსი არ ყოფილა.

ამჯერად თამარამ პოპ-მომღერალი ნიკი მინაჟი კაბის მოპარვაში დაადანაშაულა.

„ეს მაკლდა... რა ვქნა, ვუჩივლო?

თან, დღევანდელი პოსტია, 10 hours ago....!!!!

Well, shall I sue

Mine was much better, but still...“ - წერს თაკო ფეისბუკზე და თან ნიკი მინაჟის ფოტოს აქვეყნებს.

თაკოს პოსტის მიხედვით, ნიკიმ ლაშა ჯოხაძის კაბა მოიპარა, რომელიც დიზაინერმა თაკოს ევროვიზიისთვის შეუკერა.

თუმცა, არის ერთი დეტალი.

ფოტოზე, ნიკი მინაჟს ლიბანელი დიზაინერის, Charbel Zoe-ს კაბა აცვია, რომელიც დიზაინერის 2017 წლის ოტ კუტიური ნამუშევარია. კაბის ფოტო Charbel Zoe-მ 2017 წლის 12 იანვარს გამოაქვეყნა, ევროვიზიის კონკურსი კი მაისში ჩატარდა.

აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, გამოდის, თაკოს კაბა ჰგავს ნიკი მინაჟისას და არა პირიქით.

რაც შეეხება, Charbel Zoe-ს, ის ექსკლუზიურად კერავს ოტ კუტიურს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი კლიენტისთვის კერავს ერთ კონკრეტულ კაბას.

ვინაიდან აღნიშნული კაბა ნიკი მინაჟს აცვია, ეს კაბა მისთვის შეიქმნა და არა თუ მაისში, არამედ იანვრამდე, მანამ სანამ დიზაინერი კაბის ფოტოს გამოაქვეყნებდა.

ასე რომ, როგორც FashionHolics Online აღნიშნავს, მომღერალმა კაბის ფოტო „ 10 საათის წინ რომ გამოაქვეყნა, ეგ არ ნიშნავს, რომ 10 საათის წინ მიაკერა დიზაინერმა და ეგრევე ჩახტა.”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42