ომბუდსმენს ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე მონიტორინგის უფლება შეეზღუდა
პოლიტიკა - 16:19, 30 May, 2017     1285
საქართელოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ განხილვაზე არ დაუშვეს.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, საპროცესო კანონმდებლობა სახელდებით არ შეიცავს ნორმას დახურულ პროცესზე ომბუდსმენის დასწრების შესახებ.

"მომატებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებითა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ციანიდის საქმის“ მიმდინარეობას და განმარტავს, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას სახალხო დამცველს კანონმდებლობა ანიჭებს. საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე აღნიშნა, რომ ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო განხილვის დაუსაბუთებლად დახურვა არ ემსახურება მართლმსაჯულების მიმართ საყოველთაო ნდობის ამაღლებას, გამორიცხავს ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას და არ შეესაბამება არსებულ საპროცესო–სამართლებრივ ნორმებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს და შეისწავლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, სასამართლო სისტემაშიც. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველს ასევე აქვს უფლება, გაეცნოს საიდუმლო, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.

ნიშანდობლივია, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე – ორგანული კანონი წარმოადგენს გაცილებით უფრო მაღალი რანგის მქონე ნორმატიულ აქტს, ვიდრე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნული აქტები, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენენ სპეციალურ კანონს, რამდენადაც ისინი ადგენენ სახალხო დამცველის ექსკლუზიური უფლებამოსილების სფეროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პროცესში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პროცესის სრულად დახურვის შედეგად ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე. იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს კვლავ ეკისრება გაუთქმელობის ვალდებულება, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სრული უფლებამოსილებით და პირადად განახორციელოს პროცესის მონიტორინგი.

საქართველოს სახალხო დამცველი ადასტურებს პატივისცემას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ინტერესების მიმართ. ამასთან, იმედოვნებს, რომ შემდგომ სასამართლო სხდომაზე არ განმეორდება საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების უგულებელყოფა და უზრუნველყოფილ იქნება მისი დასწრება სასამართლო სხდომაზე.

სახალხო დამცველი ზემოხსენებული საკანონმდებლო გარემოებების განმარტების მიზნით უახლოეს დღეებში წერილობითაც მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს"- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42