ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს “სამოქალაქო კოდექსი“ დაარეგულირებს
პოლიტიკა - 15:22, 30 May, 2017     1760

სამოქალაქო კოდექსში სადაზღვევო ურთიერთობების დარეგულირების მიზნით ახალი ქვეთავი ემატება. კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით შემოთავაზებული ცვლილება დაზღვევით მოსარგებლე პირთა ინტერესების დაცვის მიზანს ემსახურება. კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ვანოზარდიაშვილი

კანონპროექტით სამქოალაქო კოდექსში შემოვა და დარეგულირდება დაზღვევის ისეთი მნიშვნელოვანი სახე, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა და განისაზღვრება მისი მომწესრიგებელი ფუნდამენტური საკითხები. ასავე, განისაზღვრება ის ნორმები, რომელთა გამოყენებაც იქნება შესაძლებელი ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ:

„ შემოთავაზებული ცვლილებებით, სამოქალაქო კოდექსის მეოცე თავს დაემატება ქვეთავი, ჯანმრთელობის დაზღვევა. ჯანმრთელობის დაზღვევის მომწესრიგებელ პირველ მუხლში, დაზღვევის მოცემული სახის ცნების ფარგლებში განისაზღვრება მისი მოცულობა და შინაარსი. შემოთავაზებული ფორმულირებით, ჯანმრთელობის დაზღვევა ფარავს როგორც მისი მდგომარეობის გაუარესების, ასევე დაზიანებისა და სხვა სახის მომსახურების ხარჯებს. ასეთი ფართო ფორმულირებით განისაზღვრება და დაცულია მომხმარებლის უფლება ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზაციისას ისარგებლოს კანონით განსაზღვრული შეუზღუდავი შესაძლებლობებით. აღნიშნული მუხლის ჩამოყალიბება გამართლებულია როგორც დაზღვევის ერთ- ერთი პრინციპის, უსაფუძვლო გამდიდრების პრევენციის, ისე, სამოქალაქო კანონმდებლობის (მხედველობაშია დელიქტის სამართლის დამსჯელობითი მიზანი) ფუნდამენტური პრინციპების გატარებისთვის.

სიცოცხლის დაზღვევასთან მიმართებით სუბროგაციის უფლების გამოყენების შესაძლებლობა განსხვავებულად (გაუმართლებლად) მიიჩნევა ქართული სასამართლო პრაქტიკით. იმისათვის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის, როგორც პირადი დაზღვევის სახეობის შემთხვევაში თავიდან იქნეს აცილებული ბუნდოვანება, განმტკიცდეს მზღვეველის აღნიშნული უფლება ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილში. ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში მზღვეველის სუბროგაციის უფლების გამოყენების შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება თავისთავად ზრდის მათ მოტივაციას ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებზე მუშაობისა და მათი მოცულობის გაზრდისთვის, რაც თავის მხრივ, სწორედ მომხმარებლის ინტერესების დაცვას ემსახურება.

ნორმის მიზანია მკაცრად განისაზღვროს ჯანმრთელობის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების მოქმედების სფერო. ის გამორიცხავს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან არასწორი და მანკიერი პრაქტიკას, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმისთვის გამოიყენონ კანონის ანალოგია ქონების ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით.“- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულმა და საბიუჯეტო კომიტეტებმა დადებით დასკვნა მისცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42