"საჭიროა ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავება და მოკავშირეების ჩართულობა მის განხორციელებაში" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:40, 30 May, 2017     1142
საქართელოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრისას განსახილველი ძირითადი საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო - პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების საკითხები, ასევე, საქართველოს დეოკუპაციის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა იყო.

აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც მზარდი დინამიკით და სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერებით ხასიათდება.

გამოითქვა პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების სურვილი, რათა სრულად გამოვიყენოთ ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალი.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მცოცავი ოკუპაციის რეჟიმიდან აშკარა ანექსიაში გადაიზარდა.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, საჭიროა, ანექსიის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავება და ანექსიის თავიდან ასაცილებლად ჩვენი მოკავშირეების აქტიური ჩართულობა და ამ თვალსაზრისით პოლონეთის აქტიური მონაწილეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონსოლიდირებული ასიგნების აქტის ხელმოწერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის.

“ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა, როგორც ვაჭრობის, ასევე ტურიზმის ასევე განათლების სფეროში, თუმცა მთელი ეს შესაძლბელობები ჯერ კიდევ წინ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის შემდგომი ზრდის აუცილებლობას. პოლონური მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოლონეთში ექსპორტის შესაძლებლობით დაინტერსდა. საქართველო მიესალმება პოლონელი ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ენერგოპროექტებში მონაწილეობას, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

აღინიშნა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42