"სახელმწიფო არჩევს მორჩილების პრინციპით მოსამართლეებს" - ოპოზიცია იუსტიციის საბჭოს ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 10:00, 30 May, 2017     1395
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
"ევროპულ საქართველოს" წევრი გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ ჩინჩალაძის დანიშვნა ოიზიტიურ ცვლილებებს არ გამოიწვევს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არანაირ პოზიტიურ ცვლილებას არ მოიტანს გარდა იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო, როგორც სხვა ყველა ინსტანცია, გააგრძელებს იმ დაკვეთების შესრულებას, რომელიც მათ ექნებათ ხელისუფლების მხრიდან,“ - აცხადებს უღუში.

ხელისუფლების ჩარევაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. მათი თქმით, ხელისუფლება საბჭოს მეშვეობით, მათ მიმართ ლოალურად განწყობილ მოსამართლეებს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს.

„სახელმწიფო არჩევს მორჩილების პრინციპით მოსამართლეებს. რეალურად ცერცვაძე წავიდა იმიტომ, რომ ჩინჩალაძისთვის დაეთმო გზა. ეს არის პირდაპირი ინდიკატორი იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა და მთლიანად სასამართლო სისტემა ქვეყანაში არ არსებობს და ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ პირდაპირ ერთ ადამიანთან და ხელისუფლებასთან არის დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მმართველ გუნდში კი ირწმუბიან, რომ ქართულმა ოცნებამ სასამართლო სისტემა წნეხისგან გათავისუფლდა.

ვიცე სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სასამართლო სისტემაში ვითარება „ნელ-ნელა ლაგდება“.

„ამ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ სასამართლო რეალურად გაათავისუფლა წნეხის და პრესისაგან. ამდენი ხანი ნაციონალური მოძრაობის კადრები მოსდევდა ამ სასამართლოს. ყოველგვარი რევოლუციური ქარტეხილების გარეშე, სასამართლო სისტემა ნელ-ნელა ლაგდება. შევხედავთ როგორ იმუშავებს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს და ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს კომპეტენტურმა სტრუქტურამ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42