"გიორგი კვირიკაშვილს ვამხელ უპრინციპობაში"- მეუფე პეტრე პრემიერისგან პირობის შესრულებას ითხოვს
პოლიტიკა - 21:24, 29 May, 2017     6687
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მისი მისამრთით გაჟღერებულ ბრალდებებს „რუსთავი2’-თან ინტერვიუში გამოეხმაურა. მეუფე პეტრე ცაავას თქმით პროცესებს შორენა თეთრუაშვილი მართავს და ეს ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად:

„ეს ქალი ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, მეუბნებიან, რომ პატრიარქთანაც დღეში რამდენიმე ადამიანი შედის, რამდენიმე ვერსიით. ანუ დაბნეულობა ისახავს მიზნად ეს ყველაფერი, რომ ადამიანებმა სიცრუის სხვადასხვა ვერსია დაიჯერონ. სიმართლე არის ერთი ეს ქალი არის შემოქმედი ამ ყველაფრისა. როგორ გგონიათ რამე დოკუმენტი არსებობს მათი საარგებლო და შავი დღისთვის აქვთ შენახული? შავი დღისთვის მათ მსგავსი ცილისწამებები და შანტაჟი აქვთ შენახული. ვფიქრობ რომ ქუდზე კაცი დადგება ფეხზე და საბოლოოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების ერთსულოვნება დაამარცხებს ერში და ბერში არსებულ ამ ბოროტებას.“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრეს თქმით გიორგი კვირიკაშვილი უპრინციპო ადამიანია, რადგან მან პირობა დადო რომ ციანიდის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა, მაგრამ არ შეასრულა:

„ხელისუფლებაშიც და ეკლესიაშიც არის ამ სკანდალის უკან მდგომი დაჯგუფება, რომლებსაც თვითონ სუფთა ხელებით გამოსვლა უნდათ მაგრამ ეს ასე არ მოხდება. ძალიან ვწუხვარ , რომ მიუხედავად გუშინ მისი საოცარი, პოზიტიური და სახელმწიფოებრივი განცხადებისა, რაც პრემიერ-მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა, მე მას მაინც ვამხელ უპრინციპობაში, რამეთუ მან თქვა, რომ პირად კონტროლზე ექნებოდა ეს საქმე და აი ჩანს რამდენად პირად კონტროლზეა და ჩანს რამდენად უსირცხვილო გაგრძელება აქვს ამ საქმეს.“- განაცხადა მეუფე პეტრემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42