„ეს არის პირდაპირი პროპაგანდა, რომლის სცენარსაც წერს შორენა თეთრუაშვილი, დაქირავებულები ჰყავს მსახიობები, მათ შორის ერთ-ერთი მსახიობი თქვენს გადაცემაშიც იყო. მე თუ ყოველდღე ახალ გამოგდებულ თემებზე ვისაუბრებ, გამოდის რომ მათი სცენარით უნდა ვითამაშო. დიდი ბოდიში, მაგრამ მე მათ მინდორზე თამაშს არ ვაპირებ.“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ, მისი თქმით თუ რაიმე დაჯგუფება არსებობს საპატრიარქოში ეს არის შორენა თეთრუაშვილის დაჯგუფება.
„ისინი სამწუხაროდ საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან და სწორედ საპატრიარქოს ურტყამენ პირდაპირ .“- აღნიშნა ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, გარდა ფულის გათეთრების ბრალდებისა, ედიშერ ქარჩავამ დღეს სხვა სკანდალური განცხადებაც გააკეთა, მისი თქმით დაჯგუფებაში, რომელიც პატრიარქის დამხობას ცდილობდა იყვნენ მეუფე პეტრე , სოსო ოხანაშვილი, დეკანოზი მამალაძე და კიდევ რამდენიმე თეოლოგი და მიტროპოლიტი.
მასალის გამოყენების პირობები






