საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას გამოეხმაურა. ანა დოლიძის თქმით პროცესი სისტემურადვე არასწორადაა შექმნილი, არაა გამჭვირვალე და კონცენტრირებულია, ერთი ძალიან მცირე დახურული ჯგუფის ხელში, რომელთაც საშუალება ეძლევათ მთელი სასამართლო ხელისუფლება აკონტროლონ:
„სასამართლოსთან დაკავშირებით როდესაც ვეტო წარადგინა პრეზიდენტმა ჩვენ მივუთითებდით რომ აუცილებელი იყო მოსამართლეებს თვითონ აერჩიათ საკუთარი თავმჯდომარეები, იმიტომ რომ ერთი კონკრეტული ორგანოს, რამდენიმე ადამიანის ხელში არ ყოფილიყო მთელი სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლების საშუალება. ეს პროცესი სისტემურადვე არასწორადაა შექმნილი, არაა გამჭვირვალე და რაც მთავარია კონცენტრირებულია, ერთი ძალიან მცირე დახურული ჯგუფის ხელში. ვეტოში ვწერდით იმ საშიშროების შესახებ, რომ თუ საბჭო დანიშნავდა თავმჯდომარეებს, ჩვენ მივიღებდით დახურულ სისტემას. ფაქტია რომ სისტემა რომელიც რომელიც დღესაა, ადამიანს საშუალებას აძლევს შეითავსოს რამდენიმე თანამდებობა და გადაწყვეტილება მიიღოს საზოგადოების ჩართულობის გარეშე, ცენტრიდან დაუნიშნოს თავმჯდომარე ყველა სასამართლოს.“- განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






