გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 18:20, 29 May, 2017     1110
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრი პარუბის შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას მთელი რიგი მიმართულებებით და აღნიშნეს, რომ გაცილებით მეტია პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იყოს გამოყენებული.

ყურადღება დაეთმო რეგიონულ საკითხებს, სატრანსპორტო დერეფნების, სატრანზიტო მიმართულების განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოსადმი უკრაინელი ტურისტების მზარდ ინტერესს მიესალმება.

შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკას, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი იგეგმება.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. მხარეებმა, ამ მიმართულებით, მოლდოვასთან ერთად, სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს; ასევე - ისაუბრეს მაღალი დონის ფორუმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ანდრი პარუბის უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მიულოცა.

მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

უკრაინულმა მხარემ პროდუქტიულად და ეფექტურად შეაფასა თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42