პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
პოლიტიკა - 18:18, 29 May, 2017     1200
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. საუბარი, ასევე, რეგიონულ სტაბილურობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას შეეხო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ როუზ გოტემიოლერს კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი და და რეფორმის ძირითადი არსი გააცნო. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

ირაკლი კობახიძემ და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარლამენტის როლზე, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საპარლამენტო კონტროლისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

როუზ გოტემიოლერი დღეს, თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას დაესწრო, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო-ს კარი ღიაა მათთვის, ვინც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფასეულობებს იზიარებს და მის სტანდარტებს შეესაბამება. მისივე თქმით, თბილისში საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გამართვა სწორედ ამას ადასტურებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42