მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ე.წ. ნარკოტიკების საქმეში - დაკავებული პოლიციელის ოჯახი სკანდალურ ვიდეოს აანონსებს
პოლიტიკა - 17:26, 29 May, 2017     17657
სკანდალური სასამართლო პროცესი გრძელდება - იმერეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელსაც წინასწარი პატიმრობის ვადა რამდენიმე დღეში ეწურება, ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინშია. საუბარია გიორგი კაჭარავაზე, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ გისოსებს მიღმა სამსახურის პირნათლად შესრულების გამო მოხვდა.

ბრალდებულის თქმით, ნარკოდანაშაულის საგამოძიებო ოპერაციას ატარებდა, რომლის მიზანიც მსხვილ ნარკორეალიზატორებზე გასვლა იყო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მისი ხმაურიანი დაკავებით და მძიმე ბრალდების წაყენებით დასრულდა.

ამის პარალელურად კაჭარავას ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებულის ოჯახს ვიდეო-მტკიცებულებები გააჩნია, რომლითაც რეზონანსულ საქმეში მოქმედი მაღალჩინოსნების ინტერესი და დანაშაული იკვეთება.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებას იმერეთის კრიმპოლის ყოფილი უფროსისა და ამ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, დეტექტივ-გამომძიებელ ზურაბ ჭელიძის სასამართლო პროცესზე "ოქროს მოწმე" უნდა დაეკითხა, თუმცა როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი სააპელაციო სასამართლოდან იტყობინება, დაცვის მხარე საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა, შესაბამისად ბესიკ უზნაძის დაკითხვა არ მომხდარა.

კაჭარავას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოწმე "მოგზავნილი, აგენტი და პროვოკატორია".

აღსანიშნავია, რომ უზნაძემ დღეს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და სასამართლო სახელმწიფო სპეციალური დაცვის წევრებთან ერთად დატოვა.

კაჭარავას ადვოკატი ირმა ჭკადუა აღნიშნავს, რომ უზნაძე ერთადერთია ვინც ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს.

„ეს არის მოწმე, რომელიც გიორგი კაჭარავას და ზურაბ ჭელიძეს ბრალს დებს იმაში, რომ თითქოს და მას ქრთამს სძალავდნენ. მაშინ როდესაც სასამართლოს წინაშე დაკითხული სხვა არცერთი მოწმე ამ ფაქტს არ ადასტურებს“- აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

კაჭარავას უფლებადამცველს აინტერესებს, ვისგან იცავენ უზნაძეს, როცა ის მრავალრიცხოვანი დაცვის თანხლებით გადაადგილდება.

„საბრალდებო სკამზე ღირსეული პოლიციელები აღმოჩნდნენ“- დასძინა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავას მამა, გია კაჭარავა აცხადებს, რომ სკანდალური აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებში როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

„ჩემი შვილი ებრძოდა ნარკოტიკებს და ამ საქმეს შეეწირა. მე ნამდვილად გამაჩნია ვიდეო-აუდიო მტკიცებულებები, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ ვაქვეყნებ, დაველოდები მოვლენათა განვითარებას. ისეთი ხალხია, მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები, თანამდებობის პირები და სხვა“- განაცხადა ბრალდებულის მამამ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, როგორც პროკურატურის წარმომადგენლის კომენტარებიდან ჩანს, შოთაძის უწყება ერთადერთი მოწმის ჩვენებებს ეყრდნობა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააჟღერა ინფორმაცია, რომ მათ საპროცესო შეთანხმების გასაჯაროება სურთ, თუმცა კონკრეტული პირობებით პროკურატურისთვის არ მოუმართავს. დღეს უნდა დაკითხულიყო ბრალდების მოწმე, რომელიც გიორგი კაჭარავასა და ზურაბ ჭელიძეს დანაშაულის ჩადენაში ამხელს“- განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.

რაც შეეხება სპეციალური დაცვის გამოყოფას, ბრალდების მხარე ამას მოწმის უსაფრთხოებას უკავშირებს.

„აღნიშნული ხდება მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან ის დანაშაულის ჩადენაში ამხელს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს, ამიტომ შესაძლებელია მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდეს“- დასძინა ბრალდების მხარის წარმომადგენელმა.

კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებით 2016 წლის სექტემბერში დააკავებს.
ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კაჭარავასთან ერთად დაკავებულია სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებელი ზურაბ ჭელიძე. გამოძიების მტკიცებით, გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

გიორგი კაჭარავას ბრალად ქრთამის აღება, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა და ასევე იარაღის, ასაფეთქბელი მოწყობილობებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. ზურაბ ჭელიძეს კი გამოძიება მხოლოდ ქრთამის აღებას ედავება.

ვის ინტერესშია შს ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრება და რას შეეწირა ახალგაზრდა პოლიციელი - ოჯახი სკანდალური ვიდეოს გასაჯაროებას გეგმავს, რომელიც იმერეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეს თავდაყირა დააყენებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42