ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია დაამტკიცა. დეკლარაციაში არის რეკომენდაციები იმისათვის, რათა საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისი მიმართულებით სწორ გზაზე იაროს.
დეკლარაცის პუნქტი, სადაც საქართველო-რუსეთის ფედერაციის ურთიერთობაზეა საუბარი, ნათვამია, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და გაიყვანოს ქვეყნის ტერიტორიიდან თავისი შეიარაღებული ძალები.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკის რადარებიდან გამქრალია და მსგავსი დეკლარაციების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს, რათა საქართველომ მსოფლიოს ყოველდღიურად შეახსენოს, რომ მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული:
„მხოლოდ ამ ერთი დეკლარაციის დამტკიცება, ბუნებრივია სიტუაციას ვერ შეცვლის. ეს უნდა იყოს ყოვედღიურ რეჟიმში მუშაობის ჭრილში გადატანილი. ჩვენ არ ვართ ახლა რადარებზე, საქართველო ამ ეტაპზე საერთოდ გამქრალია მსოფლიო პოლიტიკიდან. არავის არ ახსოვს მსოფლიოში, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ასეთი დეკლარაციები უნდა იყოს ყოველდღიურ რეჟიმში. ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მსოფლიოს შეახსენებნ, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. წელიწადში ერთხელ ასამბლეამ რომ მიიღოს ასეთი დეკლარაცია, ბუნებრივია არ არის საკმარისი. რომის პაპზე კათოლიკე არავინ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ჩვენს მაგივრად ამაზე არავინ არ დაიწყებს ფიქრსა და მუშაობას.
5 წელია თითქმის ეს ხელისუფლება რევერანსებს უკეთებს რუსეთის ფედერაციას. 5 წელია ეფერება რუსეთს, ეშინია ზედმეტი სიტყვა არ თქვას, არ შეახსენოს მსოფლიოს, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. 5 წლის განმავლობაში ერთადერთი რაც ჩვენ მივიღეთ, ეს არის ბორდერიზაცია, ე.წ. საზღვრის გამაგრება რუსეთის ფედერაციის მიერ, თუ ადრე იყო დე ფაქტო ანექსია ჩვენი ტერიტორიების, ახლა რუსეთი ცდილობს რომ დე იურედ დააკანონოს. თუ ადრე, 2008 წლის შემდეგ ის ამბობდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები იყო დამოუკიდებელი ტერიტორიები და ცნო მათი დამოუკიდებლობა, ამ 5 წლის განმავლობაში მან დაიწყო ამ ტერიტორიების მიერთება. ამ წუთისთვის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალები მიერთებული არიან რუსეთის ფედერაციას. ამას ჰქვია უკვე დე იურე შეერთება, ჩვენი მთავრობა კი ამაზე ხმას არ იღებს და დუმს, რელურად მივიღეთ, რომ ხდება საზღვრის გამაგრება, ჩვენი მოქალაქეების დახოცვა“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






