პატრიარქის დამხობა - ედიშერ ქარჩავა მიტროპოლიტებს და თეოლოგებს ბრალდებებს უყენებს
პოლიტიკა - 17:13, 29 May, 2017     6708
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას თქმით სასულიერო აკადემიაში „მოკალათებულია“ ჯგუფი, რომელიც არ ცნობს საქართველოს პატრიარქს და არ აღიარებს მას როგორც სულიერ მამას. ქარჩავას განცხადებით ეს ჯგუფი ახდენს წარმატებული სტუდენტების გადაბირებას და განაწყობს ეკლესიის წინააღმდეგ. მისი განცხადებით აღნიშნული ჯგუფი ცდილობს საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიას დაუქვემდებაროს. ქარჩავამ ამ ჯგუფის წევრად დაასახელა თეოლოგიის დოქტორი გოჩა ბარნოვი, თეოლოგი თემურ ბუაძე.

ქარჩავას ბრალდებას გოჩა ბარნოვმა უპასუხა. მისი თქმით საპატრიარქოს იურისტის ეს განცხადებები პირადი წყენით არის მოტივირებული:

„მე საპატრიარქოს იურისტის ამ განცხადებას ვუწოდებ არასერიოზულს. როდესაც ედიშერ ქარჩავა ჩემზე და თემურ ბუაძეზე საუბრობს, თითქოს ჩვენ ვაგზავნით სტუდენტებს საზღვარგარეთ იმის გამო, რომ შემდგომ დავამხოთ პატრიარქი, ეს არის აბსოლუტური იდიოტობა და სისულელე, იმიტომ რომ 5 სტუდენტი რომელიც ათენის უნივერსიტეტში სწავლობს, წასულია პატრიარქის რეკომენდაციით. ეს არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პროგრამა. რაიმე მცდელობა ჩვენი მხრიდან, რომ თითქოს ვაპირებდეთ პატრიარქის დისკრედიტაციას და მის დამხობას არის აბსოლუტური სისულელე. მოტივაცია არის პირადი წყენა, როდესაც ბატონმა ვლადი ნარსიამ ედიშერ ქარჩავას წამოაძახა სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებით, რომ მას სურდა გადაწერით გაეკეთებინა ეს ნაშრომი, ამ ნაშრომის ხელმძღვანელი ვიყავი მე, ეს შევამჩნიე და მას ვუთხარი რომ ასე არ შეიძლებოდა და უარი ვთქვი თანამშრომლობაზე. ის მე დამემუქრა, რომ მას კავშირები ქონდა საპატრიარქოში, საბოლოოდ მან მაინც მოახერხა ხარისხის მიღება, შეცვალა თემა.“- განაცხადა ბარნოვმა.

ბარნოვის თქმით მას პირადი ურთიერთობაც კი არ აქვს იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც ჯგუფში ყოფნაში ბრალს სდებს ედიშერ ქარჩავა:

„ჩვენი კავშირები მეუფე პეტრესთან, მეუფე ანდრია გვაზავასთან და სოსო ოხანაშვილთან თითქოს პატრიარქის ლიკვიდაციის მიზნით აბსურდია აბსოლუტურად. მე პირადი ურთიერთობები მეუფე ანდრიასთან არ მქონია, არც მეუფე პეტრესთან თუ არ ჩავთვლით სტუდენტურ წლებს 1996-98-ში.“- განაცხადა ბარნოვმა.

ქარჩავას ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს თეოლოგი თემურ ბუაძე და მის განცხადებებს აბსოლუტურად აბსურდულს უწოდებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42