ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე JTEC-ს ეწვია
პოლიტიკა - 16:54, 29 May, 2017     779
საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი დღეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრს (JTEC) ეწვია. ნატოს გენერალური მდივინის მოადგილეს კრწანისში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლეს.

თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა საქართველოს გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორად დაასახელა.

ვიზიტის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ იმყოფებოდნენ.

ნატო - საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC) ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართულმა მხარემ რამდენიმე პრეზენტაცია წარუდგინა.

ქართული მხრიდან JTEC-ში სტუმრებს ასევე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე დახვდნენ.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42