დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტრომ უნდა აღიაროს შეცდომები და პრობლემების გადაჭრის გზებზე იფიქროს ნაცვლად იმისა, რომ წინამორბედ ხელისუფლებას დააბრალოს შედეგები:
„ბოლო პერიოდში არ წყდება საატეტსტატო გამოცდების კატასტროფული შედეგების განხილვა. ამ შედეგებზე კიდევ უფრო კატასტროფული არის განათლების სამინისტროს რეაქცია. იმის ნაცვლად, რომ ამ გამოცდების შედეგების საფუძველზე იყოს აღიარებული რა შეცდომები არის დაშვებული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და საზოგადოებას აჩვენონ გზა, როგორ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა, განათლების მინისტრი გამოდის და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს ყველაფერს. ასეთი მარაზმი რამდენხანს უნდა გაგრძელდეს არ ვიცი. თან ამბობს, რომ შედეგების გაუარესებას ადგილი არ აქვს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვისაც აქვს წვდომა ინტერნეტთან, შეუძლია შევიდეს განათლების სამინისტროს ვებგვერდზე, იქ დევს ოფიციალური განცხადება 2012 წლის გამოცდების შედეგებისა, სადაც ჩაჭრილთა ოდენობა იყო 5%-ზე ნაკლები, წელს არის 25%. თუ პროცენტულად არ ესმით, მაშინ ავუხსნი 2012 წელს 100 მოსწავლიდან 5-მა ვერ გადალახა ბარიერი, წელს 25-მა ვერ გადალახა. ეს არ არის გამოცდების მიზეზი, ბარიერი რაც იყო 2012 წელს იგივე იყო წელს, ეს არის იმის მიზეზი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მე-12-ე კლასი უნდა იყოს აბიტურის კლასი, აბიტური ნიშნავს იმას, რომ მეთორმეტე კლასში ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ბავშვებს ამზადებენ ამ გამოცდებისთვის, სკოლა ამზადებს ამ გამოცდებისთვის. წელს მეთორმეტე კლასში, ისევე როგორც შარშან, ბავშვები სკოლებში საერთოდ არ დადიოდნენ. ჩაშლილია სასწავლო პროცესი, გამოცდის ბრალი კი არ არის ის, რომ 25%-მა გამოცდა ვერ ჩააბარა, იმის ბრალია, რომ სკოლებში ბავშვები არ დადიან.
2012 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გილაური ინიციატივით, იყო შექმნილი სისტემა, რომელიც ახალისებდა სკოლის დირექტორებს იმ შემთხვევაში თუ სკოლები კარგად აბარებდნენ ამ გამოცდებს და ბუნებრივია, იმ დირექტორების პასუხისმგებლობას აყენებდა, რომლის სკოლის ბავშვებიც ვერ აბარებდნენ გამოცდებს. წელს სკოლის დირექტორებმა, რომლებმაც აჩვენებს ყველაზე მაღალი შედეგები საატესტატო გამოცდებისას, თითქმის ყველა არის სამსახურიდან გაშვებული“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
განათლების ყოფილი მინისტრი გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა:
,,ქაბტონმა მაია მიმინოშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოსწავლეების ჩაჭრა არის არა გამოცდების, არამედ სისტემის ბრალი. მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ დეტალს - ჩემი მინისტრობის დროს მაია მიმინოშვილი ასევე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას და მაშინ ჩაჭრილი ბავშვების რაოდენობა იყო 5%, ახლა კი 25%-ს აღწევს. ასე, რომ დასკვნა იქნებ ამ შედარების შემდეგ გამოიტანონ" - დასძიინა შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






