საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი თბილისში ამ რანგში.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ყველა მნიშვნელოვან ასპექტი, მათ შორის, რეგულარულიპოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკულ თანამშრომლობა ალიანსთან, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და საქართველოსთან მიმართებით ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. ასევე განხილულ იქნაშესაძლო სამომავლო ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
ქალბატონმა გოტმიოლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ასპირანტ ქვეყანას. ალიანსი როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული კუთხით განაგრძობს საქართველოს დახმარებას წევრობისთვის მზადების პროცესში. გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა და გენერალური მდივნის მოადგილემ ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის განახლებულ შეთანხმებას ნატო-სა და ნატო-ს პერსონალის სტატუსის შესახებ. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტი კარგად ასახავსსაქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მზარდდინამიკას, რომელსაც ძალიან ხელშესახები და კონკრეტული შედეგი მოაქვს. ალიანსთან თანამშრომლობის უპრეცედენტო მასშტაბმა მოიტანა საქართველოსა და ნატო-ს შორის სამართლებრივი ბაზის განახლებისა და დახვეწის აუცილებლობა, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენს წინაშე დასახული ამოცანების შეუფერხებელი განხორციელება.
მასალის გამოყენების პირობები






