ინაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხის დაყენებას გეგმავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი. ანდრეი პარუბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოლეგებთან ერთად ხვდება:
“უკრაინა არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, შესაბამისად, კარგი იქნება, თუკი ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინის სახით აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოსთან დამნაშავეების გადმოცემის კუთხით. პირველ რიგში ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, სააკაშვილს საქართველოში ოთხი ბრალი აქვს წაყენებული. პროკურატურამ უკრაინის შესაბამის ორგანოებს რამდენჯერმე მიმართა მისი გადმოცემის თაობაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის სახელმწიფო სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემს და მას ქართული მართლმსაჯულება გაასამართლებს”, - განუცხადა ჟურნალისტებს ინაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.
მასალის გამოყენების პირობები






