"პატრიარქი ისევ დეზინფორმირებულია, შორენას დაჯგუფება ყველაფერზეა წამსვლელი" - მეუფე პეტრე ბრალდებებს პასუხობს
პოლიტიკა - 15:04, 29 May, 2017     14135
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირს პატრიარქის მოშორება სურს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ "ცილისმწამებლური კამპანიის უკან საპატრიარქოში არსებული ჯგუფები დგანან".


"პატრიარქი ისევ დეზინფორმირებულია, ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ეკლესია და თუ საქმის კურსშია პატრიარქი, მაშინ ძალიან მძიმე დღეში ყოფილა ჩვენი ეკლესია და რა თქმა უნდა, - "არ არის დამალული რომელიც არ გაცხადდეს" და ალბათ ესეც გაირკვევა.

დღემდე ჩემი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ოპერაციის წინ, 84 წლის პატრიარქს უთხრეს თითქოს მღვდელი მოდიოდა შენს მოსაწამლად და შენი დაცვის უფროსი, შენი სიძე ასევე იყო ამ საქმეში ჩართულიო. აი ეს დაჯგუფება, რომლის მეთაური ეს ქალბატონია რა თქმა უნდა, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ეს ფაქტობრივად ამ სცენარის გაგრძელებაა.

სანამ პატრიარქი ამ ადამიანების გარემოცვაშია, მანამ ჩვნ არ ვართ დაცული მსგავსი ინტრიგებისა, პროვოკაციებისა და მსგავსი ცილისწამებისგან, რაც ემსახურება ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაციას,“- განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

მეუფე პეტრე საეკლესიო სასამართლოს მოწვევას ითხოვს.

„კიდევ ერთხელ ვრწმუნდები საეკლესიო სამართლის, საეკლესიო სასამართლოს და დიდი საეკლესიო კრების მომზადების გარდაუვალობასა და აუცილებლობაში. საქართველოში არსებული სახელმწიფოებრივად, ეროვნულად მოაზროვნე ძალები და ადამიანები დადგებიან ფეხზე, რომ ჩვენი წილი დიდგორი აუცილებლად მოვიგოთ,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42