„რუსეთისგან უნდა ველოდოთ დებოშს, სიფრთხილე გვმართებს“ - ხუხაშვილი ნატო-ს ასამბლეის დეკლარაციაზე
პოლიტიკა - 14:26, 29 May, 2017     2986
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია დაამტკიცა. დეკლარაციაში არის რეკომენდაციები იმისათვის, რათა საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისი მიმართულებით სწორ გზაზე იაროს.

დეკლარაცის პუნქტი, სადაც საქართველო-რუსეთის ფედერაციის ურთიერთობაზეა საუბარი, ნათვამია, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და გაიყვანოს ქვეყნის ტერიტორიიდან თავისი შეიარაღებული ძალები.

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დოკუმენტის სახელი შეესაბამება განცხადების პათოსს და ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადება. რუსეთის ფედერაციისგან კი უნდა ველოდოთ ურთიერთობის კუთხით გარკვეულ ნეგატივებს:

„ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადება, ეს არის დეკლარაცია და დოკუმენტის სახელი შეესაბამება ამ განცხადების პათოსს. ყველას კარგად ესმის, რომ ეს ვერ მოხდება თუ ეს პუნქტი რამეს შეცვლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, სამწუხაროდ მხოლოდ ნეგატიურად და არა პოზიტიურად. ჩვენ მუდვივად უნდა ვუყუროთ დიდ სურათს და ეს კარგია, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ამოცანები და მიზნები, გარკვეული ფორმით ვხედავთ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას.

რაც დღეს მოხდა უდაოდ პოზიტივია, მაგრამ ნებისმიერ პოზიტივს აქვს თავისი ნეგატიური მხარე და ნეგატიური მხარე გახლავთ ის, რომ როდესაც შენ ზრდი ფსონებს იმის იმდეით, რომ რაღაც მოიგო, ამით რისკებსაც ზრდი, რაც უფრო მეტი გინდა, შენი მტერი უფო ბოროტდება, მარტივად რომ ითქვას.

ასეთი მოძრაობების შემდეგ ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როგორც წესი რუსეთი არ ტოვებს უპასუხოდ ასეთი ტიპის მოძრაობებს, ნებისმიერი ასეთი მოძრაობის შემდეგ ან მავთულხლართები მოდის აქეთ, ან სხვა ტიპის პროვოკაცია ხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ახლა რაიმე დრამატული არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამაზე საპასუხოდ რუსეთისგან უნდა ველოდოთ დებოშს. ის, რომ დასავლეთისგან ასეთი ძალისხმევა რაიმე შედეგს გამოიღებს ამ ეტაპზე, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. არის ბევრად უფრო პრინციპული თემები ვიდრე საქართველოა, ბევრად უფრო ცხელი თემები, მათ შორის აქტიური ანუ ცხელი ომის არიალები, სადაც რუსეთი არა თუ არ თმობს დასავლეთთან, არამედ ხშირ შემთხვევაში კონტრშეტევაზეც გადადის დასავლეთთან და ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42