საპარლამენტო ასამბლეა ასევე მიესალმება საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის შესახებ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯების ჩათვლით, ასევე მის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და თბილისის ძალისხმევას ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობით.
აღნიშნული საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ ექსპერტ ნიკოლოზ ვაშაკიძეს დაუკავშირდა. ვაშაკიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დეკლარაციის ტექსტი და მისი შინაარსი დადებითი ფაქტია, თუმცა, როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიდგება ჯერი, საქმე გაცილებით რთულადაა. რაც შეეხება დეკლარაციის შინაარსიდან გამომდინარე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ვაშაკიძე არ თვლის, რომ აღნიშნულმა რეკომენდაციებმა შესაძლოა ორ ქვეყანას შორის სიტუაციის დაძაბულობა გამოიწვიოს:
„ეს დადებითი ფაქტია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებს, რომ საქართველოს საკითხი დააჩქაროს, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ დონეზე რეალური გადაწყვეტილება არის მისაღები, საქმე უფრო რთულად არის. რა თქმა უნდა, სასიამოვნო და დადებითი მოვლენაა, მაგრამ დიდი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით არ უნდა გვქონდეს, რომ ეს დიდ ზეგავლენას მოახდენს ნატოს წევრების გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან მიმართებით, მითუმეტეს რუსეთზე, იმ მოწოდების ნაწილში, რაც მისი მიმართებით გააკეთეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის და არ ვფიქრობ, რომ ამ დეკლარაციამ შესაძლოა რუსეთთან რაიმე მორიგი გართულება გამოიწვიოს“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ვაშაკიძე.
მასალის გამოყენების პირობები






