NGO-ები თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
პოლიტიკა - 13:39, 29 May, 2017     601
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს და შეხვედრა სთხოვეს. ოფიციალური წერილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შევიდა.

„7 თვითმმართველი ქალაქის თემებთან გაერთიანების საკითხზე, 29 მარტს, 126-მა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციამ, ასევე, 18 მაისს, 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებისადმი გაავრცელა განცხადებები, სადაც გამოვთქვით მოსაზრებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ განცხადებათა ძირითადი მოთხოვნა საკითხის მომზადებისა და განხილვის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. სამწუხაროდ, ამ და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებისა თუ მოქალაქეების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიუხედავად, რეფორმაზე მსჯელობა მხოლოდ ხელისუფლების შიგნით გრძელდება. პრაქტიკულად, იგნორირებულია საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველობის ევროპული ქარტიით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა მსგავს რეფორმაზე კონსულტაციის პროცესებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მიმართვაში.

არასამთავრობოები პრემიერს მოუწოდებენ, უახლოეს პერიოდში გამონახოს დრო იმისათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელოს.

„დაუყოვნებლივ აუცილებლობად მიგვაჩნია, ქვეყნის მთავრობის მეთაურს პირადად გაგაცნოთ როგორც გასაერთიანებელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობისა და, ზოგადად, საზოგადოების, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებიც წლებია, თვითმმართველობის საკითხებზე ვმუშაობთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგმართავთ თხოვნით, დავნიშნოთ შეხვედრა, სადაც მიმდინარე რეფორმაზე ჩვენი, ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებსა და მოსახლების განწყობაზე არსებულ ინფორმაციას გაგიზიარებთ.“, - ნათქვამია მიმართვაში"- აღნიშნულია არასამთვარობოების მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; რეგიონის განვითარების ცენტრი; ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; „კივიტას გეორგიკა“; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს მედია-კლუბი; მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42