ასევე მოუწოდებს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, უზრუნველყონ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს, მისი დეკლარაცია კი რეკომენდაციის ხასიათს ატარებს, რასაც წევრი ქვეყნების მთავრობები დიდ ყურადღებას ანიჭებენ:
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის გვიჭერდა ჩვენ მხარს, საპარლამენტო ასამბლეაში არიან წევრი სახელმწიფოების პარლამენტარები და გასაგებია, ისინი უფრო გახსნილები არიან და ღიად გვიჭერენ მხარს. მათ დეკლარაციებს სავალდებულო ხასიათი არ აქვთ, ისინი ძირითადად რეკომენდაციის ხასიათს ატარებენ. ესეც კარგია, რადგან ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მფარველები ანგარიშს უწევენ რა თქმა უნდა, პარლამენტარები გამოხატავენ მოსახლეობის აზრს. ამით არის საინტერესო ეს ჩვენთვის. სამწუხაროდ ასამბლეა გადაწყვეტილებას არ იღებს, იგი გასცემს რეკომენდაციებს“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






