ნატო-ს საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც თბილისში იმართება, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო.
დეკლარაციის ტექსტში ნათვქმია:
ასამბლეა მოუწოდებს რა რუსეთის ფედერაციას:
ა) უზრუნველყოს (რუსეთის ფედერაციამ) თავისუფალი გადაადგილება და ვაჭრობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
ბ) პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.
გ) შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.
დ) უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან.
ე) ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.
მასალის გამოყენების პირობები






