თბილისში ნატო-ს გენერალური მდივანი როუზ გოტემოლერი იმყოფება. მისი თქმით, ნატო მზად არის რომ ალიანსის ფინანსები სწორი მიმართულებით წარმართოს. გოტემოლერის განცხადებით, უელსის სამიტის შემდეგ, დაფინანსების კუთხით, პატარა მწვანე შუქი აინთო და 2016 წლისთვის, ფაქტიურად, 3,8 პროცენტი ზრდა იყო:
„დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბოლო ციფრებს გამოვაქვეყნებთ. ეს მწვანე შუქი ანთებულია, არსებობს და თავდაცვაზე ხარჯების გაზრდის თაობაზე სრული სურათი გვექნება. უელსის სამიტის მონაწილეებს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ფაქტიურად, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველამ ერთნაირი ინტერესი გამოავლინა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმი და ამ ქვეყნის სხვა ტერიტორიები დაიპყრო. ფაქტობრივად, ეს წამოწყებული 2008 წელს იყო, რასაც რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, ფინანსური კრიზისი მოჰყვა და ეს აგრესია უკრაინაში 2014 წელს გაგრძელდა.
მზად ვართ, რომ ეს პროცესი - ნატო-ს სათანადო დაფინანსება საჭირო და სწორი მიმართულებით წარვმართოთ. ძალიან კარგია, რომ ნატო-მ გამოღვიძების ზარებს კვლავ ჩამოკრა და ძალიან მიხარია, რომ ეს ასე მოხდა, რადგან ნატო-ს სამოქმედო, ოპერატიული გამოწვევები ყოველდღიურად აქვს და ფაქტობრივად, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას ვებრძვით. ეს ბრძოლა ცივი ომის დამთავრების შემდეგ მომდინარეობს, მაგრამ ახლა ჰიბრიდული ომების პროცესში შევედით და არ გვინდა, რომ ჩვენი რეაგირება მხოლოდ აბსტრაქტული, კვლევის დონეზე იყოს. ჩვენ ოპერაციები და სატრენინგო, საწვრთნელი ქმედებები უნდა დავგეგმოთ. ანუ, ჰიბრიდული ომის სიტუაცია სწორედ ამას მოითხოვს და ჰიბრიდული ომის სპექტრის გათვალისწინებით, მაღალი დონის სამხედრო წვრთნებს ვატარებთ. ეს მოძრაობა ჩვენს ალიანსში გაგრძელდება. ალიანსის წევრების ერთიანობა შემაწებებელი მასაა, რომელიც კონსესუსს იწვევს“, - განაცხადა გოტემოლერმა.
მასალის გამოყენების პირობები






