დედაქალაქის მერის თანამდებობაზე კახა კალაძის კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით დავით ნარმანია კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ იგი დარწმუნებულია, რომ კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება:
„კახა კალაძე ჩემი მეგობარია, არჩევნებისას ის გვერდში მედგა და თუ გუნდი მას დაასახელებს მერობის კანდიდატად, მეც მხარში ამოვუდგები. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება.
ჩემი წარმატების ხარისხი საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, მით უმეტეს, იმ უამრავი პროექტის შემდეგ, რაც გავაკეთე - ახალი ავტობუსები, აღმაშენებლის გამზირი, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, შინდისი-კრწანისისა და სამება-მახათის გზა, ათზე მეტი ახალი საბავშვო ბაღი, პეკინის პროსპექტის სრული აღდგენის გეგმა და ასე შემდეგ.
გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა, მე ვიქნები მერობის კანდიდატი თუ სხვა, ან სად გადავინაცვლებ, თუ მერობის კანდიდატი აღარ ვიქნები“, - განაცხადა ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






