ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშრებით დედაქალაქის მერი დავით ნარმანია კომენტარს აკეთებს. იგი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მერიამ ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის პროცესს ხელოვნურად შეუწყო ხელი. დედაქალაქის მერის ტქმით, მისმა უწყებამ გადაწყვეტილება კანონიერად მიიღო, შესაბამისი პროცედურების სრული დავით:
„ჩასანაცვლებელი ნაკვეთების მონაცემები გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც მივიღეთ მიწების ღირებულების შეფასება. უამრავი ვერსია მოვისმინე, მათ შორის, თითქოს ოთარ ფარცხალაძეს ხელოვნურად შევუწყვეთ ხელი პროცესში, რასაც ცალსახად არ ვადასტურებ. თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო.
ვიმეორებ, კანონის ყველა ნორმა დაცულია, ვერც ერთ გადაწყვეტილებაში გადაცდომას ვერ ვხედავ. ახლა საკითხს საგამოძიებო ორგანოებიც სწავლობენ, რის დასრულებასაც ასევე ველოდები, მანამდე კი, რასაც ჩავთვლი საჭიროდ, იმაზე გიპასუხებთ. როგორ გგონიათ, გამოძიება ვინმეს რამეს აპატიებს ან თვალს დახუჭავს? კითხვის ნიშნები რომ არ მაქვს, ამიტომაც ვარ მშვიდად“, - განაცხადა ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






