მოთმინებით ველით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 11:18, 29 May, 2017     976
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ფორუმის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ალიანსის ამ ჟესტს დღეს ხედავენ, როგორც საქართველოს მოკავშირეები, ასევე საქართველოს არამეგობარი ქვეყნები.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ნატო - საქრათველოს ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე და მსოფლიო სტაბილურობის დაცვის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა, საქარათველოს წინაშე დგას გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნების სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ყოფის ხარისხს, რომელიც საშიშროებას უქმნის ცივილიზებული სამყაროს მიერ დამკვიდრებულ ღირებულებებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმ გამოწვევებს, რაც არის ალიანსის წინაშე და იმ ქვეყნების და ხალხების წინაშე, რომლებმაც თავის განვითარების გზად თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სხვათა პატივისცემა აღიარა- ერთად უნდა გავცეთ უაღრესად კოორდინირებული პასუხი.

„საქართველო ამ პროცესში ნამდვილად არის პასუხისმგებლიანი მოთამაშე. ეს პასუხისმგებლიანი მიდგომა გლობალური მშვიდობის მიმართ, ჩემმა ქვეყანამ გამოავლინა დაახლოებით 20 წლის წინ.

26 წელია, რაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღდგა და მას შემდეგ, რაც რეალურად შეიქმნა და გაძლიერდა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენ ყოველთვის ვიდექით ჩვენს

მოკავშირეებთან ერთად და ვიცავდით გლობალურ სტაბილურობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ სამხედროებს, რომლებიც სხვა ერებთან ერთად იცავენ გლობალურ სტაბილურობას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო დღეს არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია ჩრდილოელი მეზობლის მიერ და ჰყავს ეთნიკური ნიშნით დევნილი მოსახლეობა. საქართველოს ოკუპაცია, რეალურად არ დაწყებულა 2008 წელს, ის დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში და ამ ოკუპაციას ჰქონდა ის ფორმა, რომელსაც დღეს ჰიბრიდულ ომს ვუწოდებთ.

„ამ ურთულეს ვითარებაში და ამ ურთულეს ფონზე ჩემი ქვეყანა ვითარდება ბოლო 25 წელია. მიზანმიმართულად ვითარდება, როგორც დემოკრატია, მიზანმიმართულად ვითარდება თავისუფალი საზოგადოებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

ბუნებრივია, ყოველივე ის რაც მოგახსენეთ არის ფასი, რომელიც ჩვენ აი ამ თავისუფალი არჩევანისთვის გადავიხადეთ.

ჩვენ ვახორციელებთ უაღრესად სტაბილურ და რაციონალურ პოლიტიკას იმისთვის, რომ არ გავაღრმავოთ კრიზისი და რეგიონისთვის ვიყოთ ერთერთი სტაბილურობის შემომტანი და გარანტი.

ამ თვალსაზრისით, დემოკრატიის, ეკონომიკური გაძლიერების, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა ნამდვილად ქმნის იმ ფონს, რომელზეც საქართველო აძლევს შესაძლებლობას რეგიონს, რომ უფრო ფართოდ და მშვიდობიანად განვითარდეს,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დღეს ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესზე - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესზე.

„საჭირო და აუცილებელია ჩვენს საზოგადოებაში შედგეს სიღრმისეული დიალოგი და თანხმობა, რათა ჩვენ რეალურად შევქმნათ ევროპული დემოკრატია. კულტურულად ევროპულ ერს გვჭირდება, რომ ეს გადავიტანოთ პოლიტიკურ სისტემებში, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება პლურალისტული, ევროპული პოლიტიკური პროცესის შექმნა, პოლიტიკური პროცესისა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა ისაუბროს და ყველას ხმა იქნება გაგონილი.

როდესაც ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან დისკურსში, როდესაც ჩვენ გვექნება ერთმანეთთან ბევრი სამსჯელო. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენ ვმუშაობთ კონსტიტუციის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გამოიყვანს ქართულ საზოგადოებას, სწორედ იმის ხარჯზე, რომ იქნება ღრმა და

ყოვლისმომცველი დიალოგი.

აუცილებელია შენარჩუნდეს მედიის თავისუფლების მაღალი სტანდარტი, აუცილებელია ჩვენ შევქმნათ მართლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო. სასამართლო, რომელსაც ექნება შეხედულების ერთიანი სტანდარტი ნებისმიერი საკითხის მიმართ.

ეს გამოწვევები ბუნებრივია, არ გადაილახება ერთ დღეში, მაგრამ უმნიშვნელოვანესი, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს არის ქართული საზოგადოების ძალიან ნათელი შეკვეთა, რომელიც პოლიტიკოსებმა უნდა სწორად აღვიქვათ და გადავიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ აჩევანს, ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს მეტ დემოკრატიას, მეტ მედიის თავისუფლებას, უფრო ხარისხიან სასამართლოს და ყოველივე ეს უმნიშვნელოვანესია, რომ გატარდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კიდევ ერთხელ, მიხარია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ფორუმი შედგა საქართველოში.

ჩვენ მოთმინებით ველით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით, ეს დღე მალე იქნება, ამ დღემდე მივალთ მშვიდობით და სიმტკიცით და ამ დღის მერე, როგორც საქართველო, ასევე ალიანსი იქნება უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი, უფრო მტკიცე თავის რიგებში,” - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42