ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა. პაოლო ალიმ განაცხადა, რომ ტრანსფორმაცია, რომელსაც საქართველომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მიაღწია, ძალიან თვალსაჩინოა.
მისი თქმით, საქართველო ნატოს ფასეულობებს ნამდვილად იზიარებს.
„ნატო მხოლოდ თავდაცვის კავშირი და ალიანსი არ არის, მის დამაარსებელ ხელშეკრულებაში აშკარაა, რომ ის არის საზოგადოებათა კავშირი, რომელთაც საერთო ღირებულებები აქვთ დემოკრატიისა, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური ზრდის და კეთილდღეობის ჩვენი მოქალაქეებისთვის. საქართველო ამ ფასეულობებს ნამდვილად იზიარებს.
ტრანსფორმაცია, რომელსაც საქართველომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მიაღწია, ძალიან თვალსაჩინოა. აქ გასული წლის ოქტომბერში ვიმყოფებოდი და ვნახე, რამდენად განუხრელად სურს ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევა, რომ დაინერგოს და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოს ამ გზაზე ვეხმარებით, რადგან ეს მთავარი მიზანი გახლავთ, ერთ-ერთი პრიორიტეტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა ალიმ.
მასალის გამოყენების პირობები






