ნატო ჩხეიძე - „მთავრობამ „იუნესკო“ რუსთაველით უნდა დააინტერესოს!“
პოლიტიკა - 17:49, 28 May, 2017     1572

„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“ - კარგია, ამ ფრაზას რომ ამაყად წარმოსთქვამ და მერე, უცხოელი ნაცნობები რომ შეგეკითხებიან: „ სად არის ეგ ქვეყანა ან ვინ არის რუსთაველიო“, სიამაყე კიდევ შეგრჩება?“ - ამ რიტორიკულ კითხვას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დეპუტატი ნატო ჩხეიძე სვამს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, შარშან, რუსთაველის 850 წლის იუბილემ ისე ჩაირა, რომ კულტურისა და განათლების მინისტრებმა მხოლოდ წლის ბოლოს, ნოემბერში შეიტყვეს ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას. „მას შემდეგ, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არ ივიწყებენ და რუსთაველსაც და მის აფორიზმებსაც აუცილებლად ახსენებენ ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებაზე,“ - წერს დეპუტატი და დასძენს:

„ვაითუ, ასევე ჩაიაროს ამ და მომდევნო წლებმაც?! ქათამი რომ ჩივის, ხარი დაკლეს, მე წამაკლეს, ძროხა დაკლეს, მე წამაკლეს, ცხვარი დაკლეს, მე წამაკლესო, - ეს ანდაზა თუ გაგახსენდება, როცა მოცარტის რექვიემს დაუკრავენ, რუსთაველის იუბილეს ეძღვნებაო, პოეზიის დღეს აღადგენენ, რუსთაველის იუბილეს ეძღვნებაო, 26 მაისს აღნიშნავენ და მასაც რუსთაველის გარეშე არ ჩაატარებენ - იუბილეს ეძღვნებაო, მაგრამ სად არის რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავის აღნიშვნა და, მით უფრო, აუცილებლად საერთაშორისო მასშტაბით? მარტო რუსთაველის, სხვასთან დაძმობილებისა თუ თანაზიარობის გარეშე? - არსად, არსად არ არის!

კრისტინა აგილერას კონცერტი ცალკეა, ვანესა მეის კონცერტი ცალკეა, რობი უილიამსის კნცერტი ცალკეა, „ სკორპიონსის“ კონცერტი ცალკეა, „აეროსმიტის“ კონცერტი ცალკეა, „მარუნ ფაივი“-ის კონცერტი ხომ ცალკეა და ცალკე, ვინმესთან და რამესთან მიტმასნების გრეშე. რუსთაველია მარტო წყვილად!..

რუსთაველის ადრე რენესანსული ეპოქა მიტოვებულია, - არავისთან გაზიარებული, არავისთვის გაცნობილი. ვისთვის? უპირველესად - „იუნესკოსთვის“.

და თუ სათანადოდ მომზადდება მასალები (სამეცნიერო მასალებს არ ვგულისხმობ, ის დიდი ხანია, მომზადებული აქვს ჩვენს მეცნიერებას), „იუნესკო“ კიდეც დაგვიჭერს მხარს და კიდეც გაახმაურებს მთელ მსოფლიოში; მერე ჩვენამდეც ჩამოაღწევს ეს ხმა და მაშინ კი ალბათ, აღარავის და აღარაფერს მივაკერებთ რუსთაველს!“

ამასთან, სოციალურ ქსელში დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტით „იუნესკოს“ დაინტერესებას, საზოგადოებისა და მასმედიის თანადგომით, თავი მალევე მოებმება:

„ისე წარუდგინოს ჩვენმა მთავრობამ სათანადო დოკუმენტაცია „იუნესკოს“, რომ მან აღიაროს რუსთაველისა და მისი ეპოსის გამორჩეული მნიშვნელობა ანუ რუსთაველის მსოფლიო როლი ადრერენესანსული ეპოქის შექმნაში.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42