,,დეკლარაციის მიღება ეს არის საქართველოსადმი ვალდებულებების დემონსტრირება“ - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
პოლიტიკა - 17:21, 28 May, 2017     1349
დეკლარაციის მიღება არის საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღების ნიშანი - ამის შესახებ ნატოს საპარალემენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ეს არის გამონაკლისი ფაქტი ნატოს საქმიანობაში.

ხვალ თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

„ხვალ, პლენარულ სხდომაზე, მივიღებთ საბოლოო დეკლარაციას საქართველოს შესახებ. ეს არის საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღების ნიშანი, რადგან, მსგავსი დეკლარაციის მიღება ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, რომ ჩვენ სესიას ნატოს არაწევრ ქვეყანაში ვატარებთ, ასე რომ, ეს ჩვენს პრაქტიკაში გამონაკლისია“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ მედიასთან საუბრისას.

პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დაინტერესებულია, საქართველოს მიმართ ვალდებულების დემონსტრირება მოახდინოს. მისივე თქმით, ასამბლეა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების რეკომენდაციას მისცემს.

„ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ საქართველოს მიმართ ჩვენი ვალდებულების დემონსტრირება მოვახდინოთ. დეკლარაცია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ის მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ ნატო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს. ჩვენ ნატოს მივცემთ რეკომენდაციებს. ასევე, მივცემთ რეკომენდაციას, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ურთიერთობა საქართველოსთან“, - განაცხადა პაოლო ალიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42