,,რუსული დათვის“ ხელახლა გამოჩენის საფრთხე საქართველოს ოკუპაციამ თვალსაჩინო გახადა“ - აშშ-ის დელეგაცია
პოლიტიკა - 15:35, 28 May, 2017     5525
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში მიმდინარენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ს კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის და ქვეყნის დემოკრატიული განვითრების მიმართ. დელეგაციის ხელმძღვანელის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის მაიკლ ტერნერის განცხადებით აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდამჭერას და საქართველოს პროგრესის აღიარებას.

„როგორც ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა შემიძლია, ჩვენი დელეგაციის პერსპექტივიდან განვაცხადო, რომ უმნიშვნელოვანესია გავაგრძელოთ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული კავშირების და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერა, რაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული განცხადებების მხარდაჭერის და ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარების გამოხატულებას წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ განცხადებების გაკეთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მყარად ვდგავართ საქართველოს გვერდით“- აღნიშნა ტერნერმა.

ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ჯერი კონოლის განცხადებით საქართველო რუსთის ოკუპაციი ფონზე მოახდინა ქვეყნის შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია და აშშ მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ძალისხმევას.

„საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის კონგრესში ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს. რუსეთის მიერ ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციამ თვალსაჩინო გახადა ბევრი ამერიკელისთვის, თუ რა საფრთხეები გამოიწვია რეგიონში „რუსული დათვის“ ხელახლა გამოჩენამ. აშშ.-ს სურს მხარში ამოუდგეს საქართველოს. საქართველომ გამოიჩინა უზარმაზარი სიმამაცე და მზაობა, რომ განეხორციელებინა რეფორმები და ჩამოყალიბებულიყო დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ამ პროცესებს“ -განაცხადა კონოლიმ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს როგორც ორმხრივ ურთიერთობებში ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და ხაზიგაუსვეს პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას ყველა შესაძლო მიმართულებით. აღინიშნა, რომ აშშ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მიღწევებსდემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირების გზაზე და ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების უსრუნველყოფის საკითხში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42