მიმინოშვილი ამბობს, რომ წლევანდელ შედეგებში ახალი არაფერია, რადგან მისი თქმით, თითქმის ანალოგიური იყო გასულ წელსა.
მიმინოშვილი მიიჩნევს, რომ განათლების დაბალი დონე მხოლოდ გამოცდების ცვლილებით ვერ გაუმჯობესდება. მისივე თქმით, განსაკუთრებით პრობლემებია მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
„რბილად რომ ვთქვათ, სრულიად არასახარბიელო ვითარებაა, მაგრამ ეს, ალბათ, ანარეკლია სწორედ იმ პრობლემებისა, რომელიც სასკოლო განათლების საფეხურზე არსებობს და ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება, თორემ მხოლოდ და მხოლოდ გამოცდებით პრობლემა არ გვარდება,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, განათლების სისტემაში პრობლემას წარმოადგენს პედაგოგების კვალიფიკაციის საკითხი, რომელიც გადამწყვეტია განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის. მიმინოშვილი სისტემაში არსებული პრობლემების დაყენებას 3-4 ივნისს დაგეგმილ კონფერენციაზე გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






