ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდნენ
პოლიტიკა - 20:33, 27 May, 2017     1670

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილე დელეგაციების წევრებმა, სოფელ ოძისში ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულეს და მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

„2008 წლის მოვლენებს აქტიურად ვადევნებდით თვალს. ვფიქრობ იმ ხალხზე, რომელიც აქ ცხოვრობს და რომლებსაც გადაადგილებისა და ოჯახების ნახვის საშუალება არა აქვთ. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანი მოგვარების გზებს ვიპოვით“ - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, პორტუგალიის პარლამენტის დეპუტატმა, ჟულიო მირანდა ქალემ.

დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრს ქვეყნებში მეხუთედ ტარდება. დელეგაციის წევრების განცხადებით აღნიშნული ფაქტი საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანმა საგაზაფხულო სესიმ, მუშაობა გუშინ დაიწყო. 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პლენარული სხდომა ჩატარდება.

29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42